2022 წლის 14-16 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურ კონგრესი.
კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
- ენათმეცნიერება
- დარგთაშორისი ლინგვისტური კვლევები
- ლიტერატურათმცოდნეობა
- ფოლკლორისტიკა
- ისტორია
- ეთნოლოგია
- ანთროპოლოგია
- არქეოლოგია
- წყაროთმცოდნეობა
- კულტუროლოგია
- სტუდენტური კვლევები
კონგრესი გაიმართება შერეული ფორმატით. 175 მოხსენებას წაიკითხავს 200-მდე მეცნიერი მსოფლიოს ექვსი ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. კონგრესის პროგრამა.